The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



იოსებ (სოსო) ასლანიშვილი

იოსებ (სოსო) ასლანიშვილი
დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1891
გარდაცვ. თარიღი:11 ნოემბერი, 1955  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:ალპინიზმი, სპელეოლოგია.მთამსვლელობა

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში. მთამსვლელი. ქართული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ალიოშა ჯაფარიძის სახელობის საქართველოს ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი, პირველი ქართული სპორტული ორგანიზაციის, “შევარდენის” წევრი, ჟურნალ “შევარდენის” რედაქტორი. 1923 წელს მონაწილეობდა ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით მყინვარწვერზე მოწყობილ პირველ სამეცნიერო ექსპედიციაში. კავკასიონის მწვერვალებზე ჩატარებული მრავალი ექსპედიციის მონაწილე და ხელმძღვანელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. გამოქვეყნებული აქვს სამი წიგნი მთამსვლელობაზე.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 279 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ნაუკა" თბილისი

გააზიარე: