The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ბექნუ ხერგიანი

ბექნუ ხერგიანი
დაბადების თარიღი:1912
გარდაცვ. თარიღი:27 ნოემბერი, 1990  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ალპინიზმი, სპელეოლოგია.მთამსვლელობა

ბიოგრაფია

დაიბადა მესტიაში. ალპინისტი. სსრკ ოთხგზის ჩემპიონი ტრავერსების კლასში (1950, შხელდა-უშბა; 1952, შხარა-თეთნულდი; 1957, დარვაზის ქედი; 1960, ზულუმარტისა და იმიერალაის ქედები). სსრკ-ში პირველად, ჯგუფთან ერთად განახორციელა კედლოვანი ასვლა სამხრეთ უშბაზე (1937), რითაც სათავე დაედო კედლოვანი ასვლების კლასს მთამსვლელობაში. მის ანგარიშზეა ასზე მეტი ასვლა პამირისა და კავკასიონის მწვერვალებზე. იალბუზის დასავლეთ მწვერვალიდან ჩამოხსნა (1943) გერმანელ ფაშისტთა მიერ აღმართული ნაცისტური დროშა. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 280 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "კოლმეურნე" მესტია

გააზიარე: