The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ჭიჭიკო ჩართოლანი

ჭიჭიკო ჩართოლანი
დაბადების თარიღი:1906
გარდაცვ. თარიღი:1984  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ალპინიზმი, სპელეოლოგია.მთამსვლელობა

ბიოგრაფია

დაიბადა მესტიაში. ალპინისტი, მეგზური, მთამსვლელობის ინსტრუქტორი. ოქროს მედლები მოიპოვა: შხელდა-უშბის (1950), შხარა-რუსთაველი-ჯანღა-კატინთაუ-თეთნულდის (1952), პამირში დარვაზის ქედის (1957), ვერცხლის მედლები (1960) – ზულუმარტისა და იმიერალაის ქედის (პამირი) ტრავერსირებისათვის. სსრკ-ში პირველად, ჯგუფთან ერთად, განახორციელა კედლოვანი ასვლა სამხრეთ უშბაზე (1937), რითაც სათავე დაედო ამ კლასს მთამსვლელობაში. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 280გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "კოლმეურნე" მესტია (1949-)

გააზიარე: