The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ლევან ახვლედიანი

ლევან ახვლედიანი
დაბადების თარიღი:1928
გარდაცვ. თარიღი:2004  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ალპინიზმი, სპელეოლოგია.მთამსვლელობა

ბიოგრაფია

დაიბადა ორხვში(ცაგერი). ალპინისტი, სსრკ სამგზის ჩემპიონი (1955, 57, 60) და მეორე პრიზიორი (1960). მიღებული აქვს სსრკ ჩემპიონატების ოქროს მედლები სტალინის პიკზე ასვლისთვის, დარვაზის ქედის, ზულუმარტისა და იმიერალაის ქედის ტრავერსებისთვის. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე. ღირსების ორდენის კავალერი. გარდაიცვალა 2004 წელს ქუთაისში.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 281 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურევესტნიკი" ქუთაისი

გააზიარე: