The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



მიხეილ ხერგიანი

მიხეილ ხერგიანი
დაბადების თარიღი:23 მარტი, 1932
გარდაცვ. თარიღი:4 ივლისი, 1969  (37 წლის ასაკში)
კატეგორია:ალპინიზმი, სპელეოლოგია.მთამსვლელობა

ბიოგრაფია

დაიბადა მესტიაში. ალპინისტი, მეკლდეური. სსრკ სამგზის ჩემპიონი ალპინიზმში სასიმაღლო (1955, სტალინის პიკი) და ტექნიკურ კლასებში (1956, ტიუტუ-ბაში; 1964, უშბა ჩრდილო-აღმოსავლეთი კედლით). მეკლდეურობაში სსრკ ჩემპიონატებისა და პროფკავშირების შვიდგზის (1952, 60, 62, 64, 65 _ აბსოლუტური, 66, 67) ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორი. დალაშქრული აქვს კავკასიონის, პამირის, ტიან-შანის, ალპების ურთულესი მწვერვალები. ინგლისში მიანიჭეს ”კლდის ვეფხვის” წოდება (1960). მისი სახელი მიენიჭა მწვერვალებს კავკასიონსა და პამირ-ალაიში, თურქესტანის ქედზე, ვრაჩანის მასივის ერთ-ერთ ალპინისტურ მარშრუტს ბულგარეთში, კლდეს იაილის მასივზე ყირიმში, ახალგაზრდულ კლუბ "ბეთქილს", საშუალო სკოლას და ერთ-ერთ ქუჩას მესტიაში, მცირე პლანეტას ასტეროიდების რგოლში მარსი-იუპიტერის ორბიტაზე. დაწესებულია მიხეილ ხერგიანის ყოველწლიური მემორიალი მეკლდეურობაში (1967), მესტიაში გახსნილია მემორიალური სახლ-მუზეუმი (1983). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. დაიღუპა მწვერვალ სუალტოზე (იტალია).

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 281 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "კოლმეურნე" მესტია

გააზიარე: