The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



დიმიტრი ობოლაძე

დიმიტრი ობოლაძე
დაბადების თარიღი:22 თებერვალი, 1914
გარდაცვ. თარიღი:24 ივლისი, 2001  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:ალპინიზმი, სპელეოლოგია.მთამსვლელობა

ბიოგრაფია

დაიბადა ქუთაისში. ალპინისტი, სსრკ ჩემპიონატების სამგზის მეორე (1955, 56, 58) და მესამე (1961) პრიზიორი სასიმაღლო, ტექნიკურ და ტრავერსების კლასში. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ალპინისტურ ბანაკ “აილამას” უფროსი, ალიოშა ჯაფარიძის სახელობის საქართველოს ალპური კლუბის დირექტორი, თბილისის ალპინისტური სექციის თავმჯდომარე, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 280 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურევესტნიკი" თბილისი (1956-)

გააზიარე: