The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



მარიამ (მარინე) უთმელიძე

მარიამ (მარინე) უთმელიძე
დაბადების თარიღი:20 მაისი, 1923  (100 წლის)
კატეგორია:ალპინიზმი, სპელეოლოგია.მთამსვლელობა

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ალპინისტი, გეოგრაფი. სპორტის ოსტატი (1956), ალიოშა ჯაფარიძის სახელობის საქართველოს ალპური კლუბის საბჭოს პრეზიდიუმის წევრი (1946-1963), ტურიზმის რესპუბლიკური საბჭოს სამარშრუტო-საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე (1952-1999), მთამსვლელობისა და ტურიზმის უფროსი ინსტრუქტორი, რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი ტურიზმსა და ალპინიზმში, სახალხო განათლების წარჩინებული (1959), საქართველოს დამსახურებული პედაგოგი (1981), თბილისის მოსწავლეთა სასახლის ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტის პედაგოგი და გამგე. მსოფლიოში პირველი ქალი, რომელმაც უშბის ორივე მწვერვალის ტრავერსი განახორციელა (1952). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 281 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურევესტნიკი" თბილისი (1956-)

გააზიარე: