ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ჯოკია გუგავა
დაბადების თარიღი: | 14 ნოემბერი, 1925 |
გარდაცვ. თარიღი: | 2 სექტემბერი, 1999 (73 წლის ასაკში) |
კატეგორია: | ალპინიზმი, სპელეოლოგია.მთამსვლელობა |
ბიოგრაფია
დაიბადა ლასკადურაში (ლენტეხი). ალპინისტი, სსრკ სამგზის ჩემპიონი ტრავერსების კლასში (1960, ზულუმარტისა და იმიერალაის ქედები; 1965, აილამა-მისესტაუ) და ტექნიკურ კლასში (1964, უშბის სარკე), სსრკ ორგზის მეორე პრიზიორი სასიმაღლო (1955, პიკი როსია) და ტრავერსების კლასში (1958, ფასის მთა-ჯანღა). განახორციელა 26 ასვლა 7 000 მეტრზე მაღალ მწვერვალებზე. საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენისა და ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 281 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- "განთიადი" ლენტეხი (1964-)
|