The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



რომან გიუტაშვილი

რომან გიუტაშვილი
დაბადების თარიღი:11 მაისი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:ალპინიზმი, სპელეოლოგია.მთამსვლელობა

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ალპინისტი. ევერესტის დამლაშქრავი პირველი ქართველი მთამსვლელი (1991, სანქტ-პეტერბურგის ექსპედიციის შემადგენლობაში). სსრკ ჩემპიონი სასიმაღლო-ტექნიკურ კლასში (1979, ტაჯიკეთის უნივერსიტეტის პიკი) და მეორე პრიზიორი (1977, ევგენი აბალაკოვის პიკი). 5-5-ჯერ ავიდა კომუნიზმის, ლენინისა და კორჟენევსკაიას პიკებზე. “თოვლის ჯიქი” (1989). მრავალი ასვლის ხელმძღვანელი ტიან-შანისა და პამირის მთებში, რუსეთის ალპინიზმის ფედერაციის საკლასიფიკაციო კომისიის მუდმივი წევრი (1997-იდან).

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 282 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "კოლმეურნე" თბილისი

გააზიარე: