ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
გივი ქართველიშვილი
დაბადების თარიღი: | 28 ივლისი, 1936 (88 წლის) |
კატეგორია: | ალპინიზმი, სპელეოლოგია.მთამსვლელობა |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. ალპინისტი. სსრკ ორგზის ჩემპიონი ტექნიკურად რთული ასვლების (1976, ჯიგიტი, ტიან-შანი) და სასიმაღლო-ტექნიკურ (1979, ტაჯიკეთის უნივერსიტეტის პიკი) კლასში, მეორე (1977) და მესამე (1965) პრიზიორი სასიმაღლო-ტექნიკურ კლასში. საქართველოს ალპინისტთა ნაკრების მწვრთნელი და ექსპედიციების ხელმძღვანელი (1970-91), საქართველოს მთამსვლელთა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი (2001 წლიდან), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 282 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|