ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ტარიელ ჟღენტი
დაბადების თარიღი: | 23 თებერვალი, 1945 (80 წლის) |
კატეგორია: | სასროლო სპორტი |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. სასტენდო სროლა (მრგვალი სტენდი). მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1971, 73-74), მეორე (1983) და მესამე პრიზიორი (1981), ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად პირველობაში (1973, 81) და ხუთგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1972, 73-74, 81, 84), ორგზის მეორე პრიზიორი (1975, 82 _ ორივე გუნდურში), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1968, 78, 83), სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1971). მსოფლიოს ოთხგზის რეკორდსმენი. 1973 წელს დაამყარა მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდი (200 შესაძლებლიდან 200 ქულა). საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1984-იდან). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 164 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|