ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
თეიმურაზ მატოიანი
დაბადების თარიღი: | 18 მაისი, 1949 |
გარდაცვ. თარიღი: | 14 მაისი, 2004 (54 წლის ასაკში) |
კატეგორია: | სასროლო სპორტი |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. სასტენდო სროლა (მრგვალი სტენდი). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში (1979), ევროპის თასის მფლობელი (1979), სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ჩემპიონი პირად პირველობაში (1979). ავარჯიშებდა სირიის, კვიპროსის, ქუვეითის, ინდოეთისა და საბერძნეთის ნაკრებ გუნდებს. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. გარდაიცვალა ვენაში (ავსტრია).
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 164 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|