The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



თამაზ იმნაიშვილი

თამაზ იმნაიშვილი
დაბადების თარიღი:28 ივლისი, 1954  (69 წლის)
კატეგორია:სასროლო სპორტი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. სასტენდო სროლა (მრგვალი სტენდი). მსოფლიოს ჩემპიონი პირად პირველობაში (1981), მსოფლიოს ჩემპიონატების მეორე (1993) და ორგზის მესამე პრიზიორი (1979, 90) პირად პირველობაში, მრავალგზის პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში ევროპის შვიდგზის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (1977, 78, 80, 81, 84, 85, 87), სამგზის მეორე (1982, 84, 85) და მესამე პრიზიორი (1985) პირად ასპარეზობაში, ევროპის თასის მფლობელი პირად პირველობაში (1987), სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ჩემპიონი პირად ჩათვლაში (1975), სსრკ მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი პირად და გუნდურ პირველობაში.  მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდსმენი (1996, 125 ქ-125-იდან). სამი ოლიმპიადის მონაწილე: XXII და XXVI ოლიმპიურ თამაშებში (1980, მოსკოვი და 1999, ატლანტა) აჩვენა IX შედეგი, XXIV ოლიმპიური თამაშების (1988, სეული) წინასწარ შეჯიბრებაში მოაგროვა 146 ქულა (150-იდან) და სსრკ ნაკრების კიდევ სამ წევრთან ერთად 24 ფინალისტს შორის მოხვდა. ტურნირის ორგანიზატორებმა სსრკ ნაკრების ხელმძღვანელობას ოთხიდან ერთი ფინალისტის მოხსნა დაავალეს, მწვრთნელებმა კი არჩევანი ქართველ სპორტსმენზე შეაჩერეს და იგი ფინალს მიღმა დატოვეს. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი (1994-2004), საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1992-იდან). ღირსების ორდენის კავალერი.


წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  165 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ლოკომოტივი" თბილისი

გააზიარე: