Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads. The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes. |
გივი ახვლედიანი![]()
Biographyდაიბადა თბილისში. ფრენბურთელი, მწვრთნელი. თამაშობდა თბილისის "ნაუკასა" და "ლოკომოტივში", მოსკოვის ცსკა-ში (1952-55) და სსრკ ნაკრებში (1951-52). 1960-70-იან წლებში იყო სსრკ ვაჟთა და ქალთა ნაკრებების, ასევე მოსკოვის ცსკა-ს ვაჟთა და მოსკოვის "დინამოს" ქალთა გუნდების მთავარი მწვრთნელი. მსოფლიოსა (1952) და ევროპის (1951) ჩემპიონი, სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1952-55). მისი ხელმძღვანელობით სსრკ ქალთა ნაკრები გახდა 1968 წლის მეხიკოს და 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი (1970), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1967, 71, 75); სსრკ ვაჟთა ნაკრები – ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი (1960, 62). მისივე თავკაცობით ცსკა-მ (1960, 62) და “დინამომ” (1968, 72) ორ-ორჯერ მოიგეს ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი. ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ დაასახელა XX საუკუნეში ქალთა გუნდების მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელთა სამეულში. ფრენბურთის დიდების დარბაზის წევრი 2003 წლიდან. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელი. წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 327გვ. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |