ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ედუარდ სანთელაძე
დაბადების თარიღი: | 8 იანვარი, 1938 |
გარდაცვ. თარიღი: | 5 მაისი, 2004 (66 წლის ასაკში) |
კატეგორია: | მსაჯი, ფრენბურთი |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. ფრენბურთის მსაჯი. საქართველოში მას პირველს მიენიჭა საკავშირო და საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის წოდება ფრენბურთში. იმსაჯა მრავალ საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებაზე, მათ შორის - მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე. დაჯილდოებულია ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოქროს მედლით. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 336 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|