The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



თეიმურაზ კაკულია

თეიმურაზ კაკულია
დაბადების თარიღი:26 აპრილი, 1947
გარდაცვ. თარიღი:24 აგვისტო, 2006  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:ჩოგბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ჩოგბურთელი. ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (ერთეულებში – 1976), სსრკ ექვსგზის ჩემპიონი (1969, შერეულ წყვილებში მარინა ჩუვირინასთან ერთად; 1972-76, წყვილებში ალექსანდრე მეტრეველთან ერთად). სსრკ თასის სამგზის მფლობელი (1972, 75, 76). 11 წელი შედიოდა სსრკ საუკეთესო ჩოგბურთელ კაცთა ათეულში: 1966 (10 ნომერი), 1967 (5), 1968 (8), 1971 (7), 1972 (2), 1973 (2), 1974 (2), 1975 (3), 1976 (2), 1977 (2), 1978 (2). მონაწილეობა მიიღო გრანდ სლემის 16 ტურნირში (32 შეხვედრიდან 15 მოიგო). სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა დევისის თასის 15 მატჩში. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. წლების განმავლობაში იყო ლეილა მესხის პირადი მწვრთნელი.

 წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  212 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "არმიის სპორტკლუბი" თბილისი
  • "ბურევესტნიკი" თბილისი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1975 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ვენა (ვაჟთა წყვილი, შერეული წყვილი)
  • 1974 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ვროცლავი (ერთეულთა თანრიგი.)
  • 1974 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ვროცლავი (ვაჟთა წყვილი, გუნდური)
  • 1973 - პირველი ადგილი, მსოფლიოს სტუდენტთა უნივერსიადა. მოსკოვი (ერთეულთა თანრიგი, ვაჟთა წყვილი, შერეული წყვილი)
  • 1973 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. პესკარი

გააზიარე: