ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
იგორ ომელჩენკო
დაბადების თარიღი: | 12 ნოემბერი, 1960 (64 წლის) |
კატეგორია: | ცურვა |
ბიოგრაფია
დაიბადა ბათუმში. მოცურავე (გულაღმა). ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1976 – 100 მ), ევროპის თასის მფლობელი პირად და გუნდურ პირველობაში (1976), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1975 – 200 მ; 1977 – 100 მ), მეორე (1975 – 100 მ) და მესამე (1978 – 100 მ) პრიზიორი. 1976 წლის მონრეალის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (კომბინირებული ესტაფეტა – V ადგილი; 100 მ – XIII; 200 მ – XIII). პირადი საუკეთესო შედეგები: 100 მ – 58.77 წმ; 200 მ – 2.07.51 წთ. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 216 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1978 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
- 1977 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. დნეპროპეტროვსკი
- 1975 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
ზურგზე 200მ. -2.10,48(სსრკ რეკორდი)
- 1975 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
|