The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ირინა გერასიმოვა

ირინა გერასიმოვა
დაბადების თარიღი:9 თებერვალი, 1964  (60 წლის)
კატეგორია:ცურვა

ბიოგრაფია

დაიბადა ქუთაისში. მოცურავე (თავისუფალი სტილი). მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1982 – კომპლექსური 200მ), ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1983 – კომპლექსური 200 მ), მსოფლიო უნივერსიადის ოთხგზის ჩემპიონი (1983 – თავისუფალი სტილით 100მ და 200 მ, კომპლექსური 200 მ, ესტაფეტა 4X100 მ თავისუფალი სტილით). სსრკ 18-გზის ჩემპიონი (1980-84) თავისუფალი სტილით (100, 200 მ) და კომპლექსურ (200, 400 მ) ცურვაში. სსრკ 13-გზის რეკორდსმენი. 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის მონაწილე (ესტაფეტა 4X100 მ თავისუფალი სტილით, წესების დარღვევის გამო სსრკ ნაკრები წინასწარი გაცურვის შემდეგ შეჯიბრებიდან მოხსნეს). საუკეთესო პირადი შედეგები: თავისუფალი სტილით 100 მ – 56,4 წმ, 200 მ – 2.01,13 წთ; კომპლექსური 200 მ – 2. 16,72 წთ, 400 მ – 4.50,30 წთ. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

 წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  217 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "განთიადი" ქუთაისი

გააზიარე: