The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ვლადიმერ სვეტილკო

ვლადიმერ სვეტილკო
დაბადების თარიღი:28 ოქტომბერი, 1915
გარდაცვ. თარიღი:28 მარტი, 1996  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ძალოსნობა

ბიოგრაფია

 დაიბადა ტამბოვში (რუსეთი). ძალოსანი (67,5 კგ). ევროპის ჩემპიონი (1950), მსოფლიოს ჩემპიონატების მეორე (1946) და მესამე (1950) პრიზიორი. სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1948-51), მეორე (1946) და ორგზის მესამე (1944, 45) პრიზიორი. მსოფლიოს რეკორდსმენი აჭიმვაში – 111,5 კგ (1951). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

 წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  221 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" ბათუმი

გააზიარე: