The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გიორგი ჩიკვაიძე

გიორგი ჩიკვაიძე
დაბადების თარიღი:1896
გარდაცვ. თარიღი:1969  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ძალოსნობა

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ძალოსანი, სპორტის ორგანიზატორი. 1915 წელს კიევში გამართულ შეჯიბრებაზე ორი ხელით ატაცში მსოფლიო რეკორდზე უკეთესი შედეგი აჩვენა. იყო საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის უმაღლესი საბჭოს წევრი, საქართველოს სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 1947 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  321 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" ბათუმი

გააზიარე: