ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
რაფაელ ჩიმიშკიანი
დაბადების თარიღი: | 23 მარტი, 1929 (96 წლის) |
კატეგორია: | ძალოსნობა |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. ძალოსანი (56, 60 კგ). 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1954, 55) და ორგზის მეორე პრიზიორი (1950, 53), ევროპის ექვსგზის ჩემპიონი (1950-51, 54-57) და მეორე პრიზიორი (1953), მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1951), სსრკ ათგზის ჩემპიონი (1949, 51, 54, 55, 60 – პირად შეჯიბრებაში; 1948-52 – გუნდურ ჩათვლაში), ხუთგზის მეორე (1950, 52, 53, 57, 58) და მესამე (1956) პრიზიორი, სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1956). მსოფლიოს 11-გზის რეკორდსმენი, აქედან 5 რეკორდი დამყარებული აქვს სამჭიდში: 337,5 კგ (1952), 340 კგ (1953), 342,5 კგ, 345 კგ, 350 კგ (1954). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 222 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|