The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



დილარ ხაბულიანი

დილარ ხაბულიანი
დაბადების თარიღი:24 ნოემბერი, 1952  (71 წლის)
კატეგორია:ძიუდო

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ცანაში (ლენტეხი). ძიუდოისტი (78, 80 კგ). ევროპის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (1977), სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე (1976, 80) და ორგზის მესამე (1975, 78) პრიზიორი, სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (1975), ბელგრადის, დუბროვნიკისა და ვარშავის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. იყო საქართველოს ნაკრების უფროსი მწვრთნელი (1982-86). მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის ჩემპიონი გახდა გუნდურ ჩათვლაში (1983). საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი 1990 წლიდან. 1991-92 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  232 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურევესტნიკი" თბილისი
  • "სპარტაკი" თბილისი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ლიპეცკი
    ძიუდო
  • 1975 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიშინიოვი
    ძიუდო

გააზიარე: