ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ოლეგ ზურაბიანი
დაბადების თარიღი: | 15 მაისი, 1957 (67 წლის) |
კატეგორია: | ძიუდო |
ბიოგრაფია
დაიბადა სოფელ ჩოლურში (ლენტეხი). ძიუდოისტი (63 კგ). ევროპის ჩემპიონი (გუნდური, 1977) და მეორე პრიზიორი (1976), სსრკ ჩემპიონი (1976) და თასის მფლობელი (1978), 1976 წლის მონრეალის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (პირველი წრე). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი.
ყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 233 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|