The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ნოდარ გვახარია

ნოდარ გვახარია
დაბადების თარიღი:3 თებერვალი, 1932
გარდაცვ. თარიღი:14 ნოემბერი, 1996  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:წყალბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. წყალბურთელი. თამაშობდა თბილისის "დინამოში" (1948-51, 56-61), მოსკოვის "დინამოსა" (1951-56) და სსრკ ნაკრებში (1951-60). იყო თბილისის "დინამოს" მოთამაშე-მწვრთნელი, მთავარი მწვრთნელი (1960-67), სსრკ ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი (1962-64). მელბურნის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1956), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1958), ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების ჩემპიონი (1953) და ორგზის მეორე პრიზიორი (1955, 57), მსოფლიოს სტუდენტთა თამაშების მეორე პრიზიორი (1954), სსრკ ჩემპიონი (1953), ორგზის მეორე (1956, 60) და ორგზის მესამე პრიზიორი (1958, 59), სსრკ ხალხთა II სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1959). მისი ხელმძღვანელობით თბილისის "დინამო" სსრკ ჩემპიონატებში სამჯერ გახდა მეორე (1960, 62, 63) და ორჯერ - მესამე პრიზიორი (1964, 66). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ, 247 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

გააზიარე: