The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ლერი გოგოლაძე

ლერი გოგოლაძე
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:წყალბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. წყალბურთელი, მეკარე. თამაშობდა თბილისის "დინამოში" (1956-72) და სსრკ ნაკრებში (1958-64). XVII ოლიმპიური თამაშების (1960, რომი), ევროპის ჩემპიონატისა (1962) და მსოფლიო უნივერსიადის (1963) მეორე პრიზიორი, სსრკ სამგზის მეორე (1960, 62, 63) და ხუთგზის მესამე (1958, 59, 64, 66, 67) პრიზიორი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1985). თსუ-ის ზოგადი მათემატიკის კათედრის გამგე (1986-იდან). 1985-87 წლებში იყო თსუ-ის პრორექტორი სასწავლო დარგში. ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ, 247 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

გააზიარე: