ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
სერგო შალიბაშვილი
დაბადების თარიღი: | 22 ივნისი, 1962 |
გარდაცვ. თარიღი: | 16 ივლისი, 1983 (21 წლის ასაკში) |
კატეგორია: | წყალში ხტომა |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. წყალში მხტომელი. სსრკ ჩემპიონი (1980) და მესამე პრიზიორი (1979), სსრკ თასის სამგზის მფლობელი (1978-80), ევროპის იუნიორთა ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1978), საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. დაიღუპა 1983 წელს მსოფლიო უნივერსიადაზე (კანადის ქალაქ ედმინტონში) შეჯიბრებისას მიღებული ტრამვით. 1983 წელს, გარდაცვალების შემდეგ, დაჯილდოვდა ოლიმპიური ორდენით.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ, 251 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|