The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ლიანა ცოტაძე

ლიანა ცოტაძე
დაბადების თარიღი:5 ივნისი, 1961  (62 წლის)
კატეგორია:წყალში ხტომა

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. წყალში მხტომელი (კოშკი). XXII ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1980, მოსკოვი), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1979, 80), სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ჩემპიონი (1979), სსრკ თასის სამგზის მფლობელი (1978, 79, 81). ესპანეთისა და ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ, 250 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "განთიადი" თბილისი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ჩელიაბინსკი
    კოშკი - 351,67 ქულა.

გააზიარე: