Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads. The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes. |
ნანა ალექსანდრია![]()
Biographyდაიბადა ფოთში. მოჭადრაკე. საერთაშორისო დიდოსტატი (1976). მსოფლიოს ჩემპიონობისთვის მატჩებში შეხვდა ნონა გაფრინდაშვილს (1975 – 3,5:8,5) და მაია ჩიბურდანიძეს (1981 – 8:8). საჭადრაკო ოლიმპიადების 6-გზის ჩემპიონი (1969, 74, 78, 80, 82, 86), აქედან სამჯერ (1969, 78, 82) თავის დაფებზე მოიპოვა მცირე ოქროს მედლები. საქართველოს ქალთა ნაკრების კაპიტანი სამ საჭადრაკო ოლიმპიადაზე (1992, 94, 96). ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1970). სსრკ სამგზის (1966, 68, 69) და საქართველოს სსრ სამგზის (1964, 65, 68) ჩემპიონი, საქართველოს სსრ კაცთა ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1980). მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ფიდეს ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე (1986-2002) და ცენტრალური კომიტეტის წევრი (1994-98), დიდოსტატთა საერთაშორისო ფედერაციის ქალთა საბჭოს თავმჯდომარე (1989-91), მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის ჭადრაკის სკოლის დირექტორი, საჭადრაკო კლუბ “ნტნ”-ის პრეზიდენტი. ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენების კავალერი. წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 314 გვ. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |