The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



მაია ჩიბურდანიძე

მაია ჩიბურდანიძე
დაბადების თარიღი:17 იანვარი, 1961  (63 წლის)
კატეგორია:ჭადრაკი

ბიოგრაფია

დაიბადა ქუთაისი. ჭადრაკი. მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონი ქალთა შორის. ჩემპიონობა მოიპოვა 1978 წელს ნონა გაფრინდაშვილის დამარცხებით (8,5:6,5) და შემდეგ ტიტული ოთხჯერ დაიცვა: 1981 წელს – ნანა ალექსანდრიასთან (8:8), 1984-ში ირინა ლევიტინასთან (8:5), 1986-ში ელენა ახმილოვსკაიასთან (8,5:5,5) და 1988-ში – ნანა იოსელიანთან (8,5:7,5) მატჩებში. ტიტული დათმო 1991 წელს ჩინელ სე ცზიუნთან (6,5:8,5). საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა (1977) და კაცთა შორის (1984). მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების შვიდგზის ჩემპიონი (1978, 80, 82, 84, 86 – სსრკ ნაკრებში; 1992, 94 – საქართველოს ნაკრებში), სამგზის მეორე (1988, 90, 2002) და მესამე (1998) პრიზიორი, ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული (1997), სსრკ ჩემპიონი (1977), მრავალ საერთაშორისო ტურნირში (მათ შორის კაცთა შეჯიბრებებში) გამარჯვებული. ჭადრაკის “ოსკარის” ოთხგზის მფლობელი (1984, 85, 86, 87), საქართველოს სამგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1978, 84, 86). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი. თბილისის საპატიო მოქალაქე.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  315 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - ვერა მენჩიკის სახელობის თასი, მსოფლიო ოლიმპიადა. ბუენოს აირესი
  • 1978 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. ბიჭვინთა
    მატჩი თბილისელ ნონა გაფრინდაშვილთან 8,5:6,5
  • 1977 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ლვოვი

გააზიარე: