ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
შოთა ინწკირველი
დაბადების თარიღი: | 24 ნოემბერი, 1929 |
გარდაცვ. თარიღი: | 1994 (64 წლის ასაკში) |
კატეგორია: | მწვრთნელი, ჭადრაკი |
ბიოგრაფია
დაიბადა ოზურგეთში. მოჭადრაკე, მწვრთნელი. საქართველოს (1974) და სსრკ (1991) დამსახურებული მწვრთნელი. მისი მოწაფეები იყვნენ დიდოსტატები რომან ჯინჯიხაშვილი, ზურაბ აზმაიფარაშვილი. აქტიურად მონაწილეობდა ქართული საჭადრაკო ტერმინოლოგიის შემუშავებაში.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 330 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|