The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ჯემალ ცერცვაძე

ჯემალ ცერცვაძე
დაბადების თარიღი:7 მაისი, 1939  (84 წლის)
კატეგორია:ხელბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ხელბურთელი. თამაშობდა თბილისის “ბურევესტნიკსა” (1958-75) და სსრკ ნაკრებში (1959-72). სსრკ ორგზის ჩემპიონი (1962, 64), სამგზის მეორე (1965, 66, 67) და მესამე (1963) პრიზიორი. ზედიზედ ათჯერ მოიპოვა სსრკ ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირის სახელი (1962-71), მონაწილეობდა სამ მსოფლიო ჩემპიონატში (1964, 67, 70), აქედან ორში (1964, 67) ჩემპიონატის ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ აღიარეს. სამჯერ იყო შეყვანილი მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში. სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა 78 მატჩი, გაიტანა 276 გოლი. ფენომენალური ტექნიკის, თავბრუდამხვევი ფინტებისა და მეტოქეთათვის ამოუცნობი ტყორცნების გამო შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატზე (1967) “ხელბურთის პელედ” მონათლეს. ყოფილ სსრკ-ში პირველმა დააარსა ოლიმპიური რეზერვების ხელბურთის სპეციალიზებული სკოლა (1980), რომელიც მის სახელს ატარებს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურევესტნიკი" თბილისი (1958-1975)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კაუნასი
  • 1966 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიევი
  • 1965 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი
  • 1964 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. სვერდლოვსკი
  • 1963 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1962 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კაუნასი

გააზიარე: