ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ჯანსუღ ბაგრატიონი
დაბადების თარიღი: | 4 აპრილი, 1938 (87 წლის) |
კატეგორია: | მწვრთნელი, ხელბურთი |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. ხელბურთელი. თამაშობდა თბილისის “ბურევესტნიკში”. სსრკ ჩემპიონი (1964), სამგზის მეორე (1965, 66, 67) და მესამე (1963) პრიზიორი. იყო “ბურევესტნიკის” მთავარი მწვრთნელი (1969-73), საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე (1973-84), თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე (1984-86), საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე (1986-96) და პირველი მოადგილე (1996-2000), საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი (1996-04) და საპატიო პრეზიდენტი (2004 წლიდან). სპორტის საპატიო ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ღირსებისა და სოკ - ის ორდენების კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 323 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1967 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კაუნასი
- 1966 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიევი
- 1965 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი
- 1964 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. სვერდლოვსკი
- 1963 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
|