The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ნოდარ ჩიტიშვილი (ჩიტო)

ნოდარ ჩიტიშვილი
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1945  (80 წლის)
კატეგორია:ფარიკაობა

ბიოგრაფია

ნოდარ ჩიტიშვილი დაიბადა 1945 წლის 2 იანვარს თბილისში. სწავლობდა თბილისის მე-19 ვაჟთა და შემდეგ მე-4 სკოლაში. დამთავრებული აქვს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა "საქენერგოში", "თელასში" და "საქგანათებაში" სხვა და სხვა თანამდებობებზე. სპორტით(ფარიკაობა) დაინტერესდა 1956 წლიდან,  მისი მწვრთნელები იყვნენ თამარა ტრაფიმოვა და შოთა დარასელია. არის სსრკ სპორტის ოსტატი 1965 წლიდან. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი, სსრკ თასის ორგზის ვერცხლის მედალოსანი, საკავშირო სპორტსაზოგადოება "დინამოს" ხუთგზის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი და სსრკ პირველობის რამდენიმე გზის ფინალისტი. ამჟამად იმყოფება პენსიაზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საკავშირო სპორტსაზოგადოება "დინამო" , წევრი (1970-1990)

გააზიარე: