The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ალექსანდრე (სანდრო) კანდელაკი

ალექსანდრე (სანდრო) კანდელაკი
დაბადების თარიღი:6 ოქტომბერი, 1893
გარდაცვ. თარიღი:1959  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:ქართული ჭიდაობა

ბიოგრაფია

 დაიბადა 1892 წელს მცხეთის რაიონის სოფელ ნიჩბისში. ცნობილი ფალავანი. გამოირჩეოდა განსაკუთრებული ფიზიკური ძალით, ხალხში საქართველოს გოლიათად მოიხსენიებდნენ. ჭიდაობა დაიწყო 1910-იან წლებში. ჯერ “იტალიელების ბაღში” გამოდიოდა, შემდეგ - ესიკოვსკის ცირკში. დამარცხებული ჰყავს მრავალი სახელოვანი მოჭიდავე, მათ შორის თევდორე კოჟემიაკი, ივან ზაიკინი, პაველ ზაგოჩუიკო, გეორგ ლურიხი. შეხვედრია ივან პოდდუბნის (ორიდან ერთი ბრძოლა მოიგო, ერთი ფრედ დაამთავრა). 1921 წლიდან უფრო კლასიკურ ჭიდაობას მისდევდა. ილეთები საგანგებოდ არ შეუსწავლია, მაგრამ დიდი ღონის წყალობით მაინც იმარჯვებდა. გადაღებულია ქართულ ფილმებში (“ჯანყი გურიაში”, “ხანუმა”, “უკანასკნელი ჯვაროსნები”, “ქაჯანა”, “გიორგი სააკაძე”). დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

 1976 წელს მცხეთაში გაიხსნა სანდრო კანდელაკის ძეგლი, რომლის მოქანდაკე იყო ბიძინა ავალიშვილი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 15 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • „საპატიო ნიშნის“ ორდენი

გააზიარე: