Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads. The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes. |
დათა ხიზამბარელი![]()
Biographyდაიბადა კასპის რაიონის სოფელ ნოსტეში. უძლეველი ქართველი ფალავანი. გამოირჩეოდა დიდი ფიზიკური ძალით, შეუპოვრობით, იშვიათი ოსტატობით. მისი თანამედროვე მწერალი და პუბლიცისტი ანტონ ფურცელაძე წერდა: “მე ამ დღეობაში ვნახე ერთი თვრამეტი-ცხრამეტი წლის მოჭიდავე. არ შეგიძლიან წარმოიდგინოთ მისი სისხარტე ჭიდაობაში. რამდენნაირი ხერხი და ოსტატობა აქვს გამზადებული თავისი მოწინაღმდეგების წასაქცევად. ვისაც ხიზამბარელის ჭიდაობა უნახავს, ადვილად შეუძლია წარმოიდგინოს, სადამდის განვითარებულა ჩვენში ჭიდაობა” (გაზეთი “დროება”. 1867 წელი). მოგვიანებით, 1888 წელს, გაზეთი “ივერია” ასე ახასიათებდა ხიზამბარელს: “საქართველოში ბევრი გამოჩენილი ფალავანი ყოფილა, მაგრამ ხიხამბარელივით კი სახელი არავის გაუთქვამს. თითქმის სახალხო გმირად გადაიქცა. ხელობით მეტივე იყო. ჯმუხი, ცოტათი მოხრილი და დათვურად ნაკვეთი. ტანზე, სადაც არ უნდა მოგევლო ხელი, იტყოდი თუ ხე არისო, ანუ ქვა და არა ხორცი. ზეზე კისრული იცოდა და რაღა-კი წამოიღებდა, იტყოდა ხოლმე “ახლა თუ გინდათ ხარ-კამეჩიც მოუბით, ვეღარ შეიმაგრებთ, გადავიტანო”. წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 14 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |