The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



არსენ მეკოკიშვილი

არსენ მეკოკიშვილი
დაბადების თარიღი:12 აპრილი, 1912
გარდაცვ. თარიღი:7 მარტი, 1972  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:თავისუფალი ჭიდაობა, ქართული ჭიდაობა

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ გიორგიწმინდაში (საგარეჯო). თავისუფალი ჭიდაობა (+100 კგ). ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1952), მსოფლიოს ჩემპიონი (1954), სსრკ ცხრაგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (1945, 46, 48-53, 56) და შვიდგზის ჩემპიონი სამბოში (1940, 47-52). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. 1945 წლიდან გამოდიოდა მოსკოვის (რუსეთი) სახელით. უკანასკნელად 44 წლის ასაკში იასპარეზა და სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის ჩემპიონობა მოიპოვა (1956). ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.

საქართველოს აბსოლუტური ფალავანი 1936 - 1937 - 1938 წლები.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ., 102 გვ.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ლენინგრადი
    თავისუფალი ჭიდაობა

გააზიარე: