The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



მალხაზ ბერუაშვილი

მალხაზ ბერუაშვილი
დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1961  (56 წლის)
კატეგორია:სამბო, ქართული ჭიდაობა

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ფცაში (ქარელი). სამბისტი (+100 კგ). მსოფლიოსა (1990) და ევროპის (1991) ჩემპიონი, სსრკ ჩემპიონი (1990), სსრკ ორგზის აბსოლუტური ჩემპიონი (1987, 89). ძიუდოში სსრკ ჩემპიონატსა (1984) და ხალხთა VIII სპარტაკიადაში (1983) გამარჯვებული. საქართველოს ხუთგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1979, 82, 84, 87, 89). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ. 293 გვ.


გააზიარე: