The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ვანო გამხიტაშვილი

ვანო გამხიტაშვილი
დაბადების თარიღი:13 ივლისი, 1973
გარდაცვ. თარიღი:12 დეკემბერი, 1999  (26 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:აღაიანი, კასპი.
კატეგორია:ქართული ჭიდაობა

ბიოგრაფია

დაიბადა კასპის რაიონში, სოფელ სამთავისში. ქართველი სამბისტი (90 კგ). ევროპის ჩემპიონი (1999), ოთხგზის მეორე (1993-1996) და ორგზის მესამე პრიზიორი (1997, 1998). მსოფლიოს თასის მფლობელი (1999). მსოფლიოს ჩემპიონატების ხუთგზის მეორე (1991, 1995-1998) და ორგზის მესამე პრიზიორი (1993, 1994). ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1992), მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკთა შორის (1989). საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1994). საქართველოს სამბოს ფედერაციამ XX საუკუნის საუკეთესო ქართველ სამბისტად აღიარა. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.

წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ვანო_გამხიტაშვილი

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ, 294 გვ.


გააზიარე: