შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ. |
ალექსი დავითაშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ახმეტაში. ევროპის ჩემპიონატების სამგზის მესამე პრიზიორი (1994, 2000, 01), ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (2002, 03), მსოფლიოს უნივერსიადის მეორე პრიზიორი (1994), ევროპის მეორე (1998) და სამგზის მესამე პრიზიორი (1998, 99, 2001) სუმოში. საქართველოს შვიდგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1996, 1998-01, 03, 04). ჰოლანდიის, ჩეხეთის, მოსკოვის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული, სიდნეის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (2000, დამარცხდა პირველ წრეში). ღირსების ორდენის კავალერი. საქართველოს აბსოლუტური ფალავანი 1996 - 1998 - 1999 - 2000 - 2002 - 2003 - 2004 - 2005 (არ ჩატარებულა) - 2008 წლები. წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ, 237 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |