The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



სიმონ ჯაფარიძე

სიმონ ჯაფარიძე
Date of birth:25 May, 1906
Date of death:27 August, 1929  (at 23 years)
Category:Mountaineering

Biography

დაიბადა ჭიათურის რაიონში, სოფელ ხრეითში. ალპინისტი.

 ქართული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მთასვლა-მგზავროსნობის განყოფილების უფროსი (1926-1928). მისი ხელმძღვანელობით მოეწყო ქართველ ალპინისტთა პირველი ასვლა იალბუზზე (1925), ანდირჩსა და კურმიჩზე (1927). მყინვარწვერზე აღმოაჩინა (1927) ახალი, ყველაზე უხიფათო გზა - გერგეტის მყინვარის გავლით, რომელსაც სიმონ ჯაფარიძის გზა ეწოდება. ხელმძღვანელობდა 41-კაციან კინოექსპედიციას მყინვარწვერზე. ამავე მწვერვალზე დადგა მეტეოროლოგიური ჯიხური თვითმწერი ხელსაწყოებით და ჩაატარა პირველი დაკვირვებები ტემპერატურის ცვალებადობაზე. მისი სახელი მიენიჭა ყაზბეგის მაღალმთიან მეტეოროლოგიურ სადგურს და მწვერვალს კავკასიონზე. დაიღუპა 1929 წელს მწვერვალ თეთნულდზე.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 279 გვ.


Share: