The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



აფი გიგანი

აფი გიგანი
დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1956  (69 წლის)
კატეგორია:ალპინიზმი

ბიოგრაფია

დაიბადა მულახში, (მესტია). ალპინისტი, მეკლდეური. ორგზის “თოვლის ჯიქი”. შესრულებული აქვს ურთულესი კატეგორიის სასიმაღლო, სასიმაღლო-ტექნიკური, ტექნიკური და თოვლ-ყინულოვანი ასვლები კავკასიონზე, პამირში, ტიან-შანზე, ჰიმალაებში. მათ შორის: დჰაულაგირზე (1995, პირველგავლა), ევერესტზე (1999), მთავარ ლჰოცზეზე (2000), ხან-თენგრიზე (6 ასვლა), პობედაზე (3 ასვლა), ლენინის (3 ასვლა), კომუნიზმისა (2 ასვლა) და კორჟენევსკაიას (2 ასვლა) პიკებზე, ზამთრის ასვლები უშბასა და ჩათინზე. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენისა და ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 283 გვ.


გააზიარე: