The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გია თორთლაძე

გია თორთლაძე
დაბადების თარიღი:12 ივლისი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:ალპინიზმი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ალპინისტი. 150-მდე ასვლის მონაწილე კავკასიონზე, პამირსა და ტიან-შანზე. მინიჭებული აქვს „თოვლის ჯიქის“ წოდება (1991). პირველი ქართველი ალპინისტი, რომელმაც დაიპყრო ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის უმაღლესი მწვერვალები მაკ კინლი და აკონკაგუა, აგრეთვე, აფრიკის უმაღლესი მწვერვალი კილიმანჯარო. მერაბ ნემსიწვერიძესთან ერთად, უჟანგბადოდ ავიდა შიშა ჰანგმაზე (1992 ). მისი ხელმძღვანელობით პირველმა ქართულმა ექსპედიციამ დალაშქრა დჰაულაგირი (1995). 1999 წლის 26 მაისს გია თორთლაძემ, მერაბ ხაბაზმა, მამუკა ციხისელმა, მერაბ ნემსიწვერიძემ და ირაკლი უგულავამ ქართველთაგან პირველებმა დალაშქრეს ევერესტი. 2001 წელს ინტერნაციონალურ ჯგუფთან ერთად მეორედ დაიპყრო ევერესტი. ზამთრის პერიოდში შესრულებული აქვს მეხუთე კატეგორიის 7 ასვლა. 1996 წლიდან საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის, ხოლო 2001 წლიდან მთამსვლელთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტია. ღირსების და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი, ნეპალის სამეფო ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 283 გვ.


გააზიარე: