The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ბიძინა გუჯაბიძე

ბიძინა გუჯაბიძე
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:ალპინიზმი

ბიოგრაფია

 დაიბადა 1960 წელს , სოფ. ჩოჩხათში, (ლანჩხუთი). ალპინისტი, მეკლდეური. ორგზის “თოვლის ჯიქი”. პირველი ქართველი მთამსვლელი, რომელიც ევერესტზე სხვადასხვა გზებით ავიდა (1999 - 2003). პირველი ქართული ექსპედიციის წევრებთან ერთად დალაშქრა 8 ათასიანი თჰაულგარი, რუსეთის გუნდთან ერთად - მთავარი ლჰოცზე (1996). 8-ათასიანებიდან დალაშქრული აქვს აგრეთვე ჩო ოი იუ (2006) და გაშერბრუმი (2008). შესრულებული აქვს ურთულესი კატეგორიის სასიმაღლო, სასიმაღლო-ტექნიკური, ტექნიკური და თოვლ-ყინულოვანი ასვლები კავკასიონზე, პამირში, ტიან-შანზე, ჰიმალაებში, ალპებში, ანდებში, დოლომიტებში, ჩინეთის მთიანეთში. მათ შორის: უშბაზე (8 ასვლა, აქედან ერთი ჩქაროსნული _ 9 სთ.), მყინვარწვერზე (60-მდე ასვლა, აქედან ერთი ჩქაროსნული, სარეკორდო დროში_12 სთ., 20 წთ.), კორჟენევსკაიას პიკზე (2 ასვლა, 1990-91), კომუნიზმის პიკზე (2 ასვლა. 1990). ხან-თენგრიზე ( 10 ასვლა. 1993-04), მთავარ ლჰოცზეზე, დჰაულაგირზე (1996), ლენინის პიკზე (2 ასვლა, 1997, 04), ევერესტზე (2 ასვლა. 1999, 03), სულ 7000 მეტრზე მაღალ მწვერვალებზე ავიდა 26-ჯერ. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, ღირსების ორდენით, ნეპალის სამთავრობო მედლით.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 282 გვ.


გააზიარე: