The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ბენო ქაშაკაშვილი

ბენო ქაშაკაშვილი
დაბადების თარიღი:9 მარტი, 1964  (61 წლის)
კატეგორია:ალპინიზმი

ბიოგრაფია

დაიბადა რუსთავში. ალპინისტი. 100-ზე მეტი ასვლის მონაწილე კავკასიონზე, პამირზე, ტიან-შანზე და სხვა მასივებზე. ქართველ ალპინისტთა შორის პირველმა შეასრულა “7 მწვერვალის” პროგრამა. 1999 წელს ხელმძღვანელობდა ოთხკაციან ჯგუფს, რომელმაც დალაშქრა ჯომოლუნგმა. დაპყრობილი აქვს ლენინის, კრჟენევსკის, გამრჯვების პიკები, ლჰოცზე და სხვა უმაღლესი კატეგორიის მწვერვალები. საქართველოს ალპინიზმისა და მეკლდეურობის ასოციაციის პრეზიდენტი, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 282 გვ.


გააზიარე: