The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



დავით გობეჯიშვილი

დავით გობეჯიშვილი
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1963  (62 წლის)
კატეგორია:თავისუფალი ჭიდაობა

ბიოგრაფია

დაიბადა ხურუთში, (ონი). თავისუფალი სტილის მოჭიდავე (130 კგ). XXIV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1988, სეული), XXV ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (1992, ბარსელონა). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1985, 90) და მეორე პრიზიორი (1986), მსოფლიოს თასის სამგზის მფლობელი (1986, 87, 88), ევროპის ჩემპიონი (1985), კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი (1990), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1985, 86, 88), ორგზის მეორე (1987, 89) და მესამე პრიზიორი (1990), დსთ-ის ჩემპიონი (1992). საქართველოს ორგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1985, 90). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი (1994-2000), საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2002-04). ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  110 გვ.


გააზიარე: