The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ლუკა კურტანიძე

ლუკა კურტანიძე
დაბადების თარიღი:16 აპრილი, 1972  (53 წლის)
კატეგორია:თავისუფალი ჭიდაობა

ბიოგრაფია

დაიბადა ქვემო ფშავში (გულრიფში). თავისუფალი სტილის მოჭიდავე (96 კგ). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (2002, 03). ატლანტის (1996) და სიდნეის (2000) ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (2004, VIII ადგილი), ევროპის ხუთგზის ჩემპიონი (1996, 97, 98, 01, 05), სამგზის მეორე (1993, 95, 02) და მესამე პრიზიორი (1999), მსოფლიოს ჩემპიონატების მეორე (1995) და მესამე პრიზიორი (1999). საქართველოს სამგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1996, 2002, 2003). ღირსების ორდენის, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  112 გვ.


გააზიარე: