ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
დავით მოძმანაშვილი
დაბადების თარიღი: | 9 ნოემბერი, 1986 (38 წლის) |
კატეგორია: | თავისუფალი ჭიდაობა |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. თავისუფალი სტილის მოჭიდავე (120კგ). XXX ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი (ლონდონი, 2012 წ), ევროპის ჩემპიონი (2007) და ბრინჯაოს პრიზიორი (2012), მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2011), ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2006).
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 116 გვ.
|