ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
გიორგი გოგშელიძე
დაბადების თარიღი: | 7 ნოემბერი, 1979 (45 წლის) |
კატეგორია: | თავისუფალი ჭიდაობა |
ბიოგრაფია
დაიბადა გორში. თავისუფალი სტილის მოჭიდავე (96 კგ). პეკინისა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (2008, 2012), მსოფლიოს ჩემპიონი (2001, გამოდიოდა რუსეთის სახელით), მეორე (2006) და ორგზის მესამე პრიზიორი(2009, 10), ევროპის ორგზის ჩემპიონი (2001, 08), მეორე (2010) და ორგზის მესამე პრიზიორი (2006, 07). ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 117 გვ.
|