The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ვახტანგ იაგორაშვილი

ვახტანგ იაგორაშვილი
დაბადების თარიღი:5 აპრილი, 1964  (60 წლის)
კატეგორია:თანამედროვე ხუთჭიდი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. თანამედროვე ხუთჭიდელი. 1992 წლიდან ცხოვრობს აშშ-ში, 1997 წლიდან გამოდიოდა ამ ქვეყნის სახელით.  XXIV ოლიმპიური თამაშების (1988, სეული) მესამე პრიზიორი პირად ჩათვლაში (V ადგილი გუნდურ პირველობაში), XXVI  და XXVII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1996, ატლანტა - XX ადგილი. 2004, ათენი - IX ადგილი). მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ (1990) და მეორე პრიზიორი პირად შეჯიბრებაში (1989), ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად და გუნდურ პირველობაში (1987, 89), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1986, 88, 89), სსრკ თასის მფლობელი (1986, 88), კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი (1986). პანამერიკული თამაშების ჩემპიონი (2003). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  118 გვ.


გააზიარე: