The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ვახტანგ ნაცვლიშვილი

ვახტანგ ნაცვლიშვილი
დაბადების თარიღი:28 იანვარი, 1976  (48 წლის)
კატეგორია:კალათბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. კალათბურთელი (204 სმ). თამაშობდა: თბილისის “მართვე” (1990-93), თბილისის “კაქტუსი” (1993-95), ამერიკის “ბოსტონკოლეჯი” (1995-96), თბილისის “ვითა” (1996-97), ბულგარეთის “ვარნა” (1997-98), თურქეთის “კარშიაკა” (1998), ესპანეთის “ლოს ბარიოსი” (1999), ისრაელის “ჰერცელია” (1999-2000), ბათუმის “ბასკო” (2000-01), პორტუგალიის “ოლივეირენშე” (2001-03), საფრანგეთის “დიჟონი” (2003-იდან), საქართველოს ნაკრების წევრი (1994 - 2007). ფიბა-ევროპის თასის გათამაშების მეორე პრიზიორი (2004), საფრანგეთის  თასის და სუპერთასის მფლობელი (2006), პორტუგალიის ჩემპიონატის ორგზის მეორე პრიზიორი (2002, 03), პორტუგალიის თასის ორგზის (2002, 03) და სუპერთასის მფლობელი (2003), ბულგარეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი (1998), საქართველოს სამგზის ჩემპიონი (1996, 97, 01). პორტუგალიისა (2002) და ბულგარეთის (1998) ჩემპიონატების საუკეთესო კალათბურთელი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  131 გვ.


გააზიარე: